რუსთაველზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - დაკავეს რამდენიმე პირი

რუსთაველზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - დაკავეს რამდენიმე პირი

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

დაკავებები მოულოდნელად, იმ დროს დაიწყეს, როდესაც მომიტინგეები ტროტუარზე იდგნენ. პოლიცია ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.