რუსეთში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში სამხედრო ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე სამხედრო ქარხანა ავანგარდში აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადა ერთ-ერთ საამქროში მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მუშებმა მილების გაჭრისას უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს. მათ თერმული დამწვრობა მიიღეს, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპნენ.

ქარხანა ავანგარდი სახელმწიფო კორპორაცია როსტეხს ეკუთვნის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანია ევროკავშირის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.