რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არის აკრედიტებული, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარება, ასევე აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები.
ავღანეთის დელეგაციას დე ფაქტო მინისტრი ინალ არძინბა შეხვდა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია "დიალოგის გააქტიურების შესაძლებლობის შესასწავლად" ქაბულში გამგზავრებას გეგმავს.