რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურის განკარგულებით ქვეყანაში საკომუნიკაციო აპლიკაცია, Signal დაიბლოკა.
"Signal-ზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო. ეს აუცილებელია მესენჯერის ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობილია, რომ 9 აგვისტოს აპლიკაცია რუსეთში ხარვეზებით მუშაობდა.
სიგნალი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაციად. გარდა ამისა, სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, მესენჯერი მომხმარებლებისა და მისი სერვისების შესახებ მინიმალურ ინფორმაციას ინახავს.