რუსეთმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
სარაკეტო თავდასხმა რუსული ძალების მხრიდან სუმის ოლქის საავადმყოფოზე გუშინ მოხდა. დაშავებულთაგან 6 სამედიცინო დაწესებულებაშია.
საავადმყოფოს გარდა, დაზიანდა სკოლა და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.