რუსეთი ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა. იერიშის შედეგად დაინგრა 2-სართულიანი შენობა, რასაც სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ოლქის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 კლინიკაში გადაიყვანეს.
2-სართულიან შენობაზე თავდასხმის შემდეგ, ნანგრევებში 16 წლის მოზარდის, 43 წლის ქალისა და 22 წლის კაცის ცხედრები იპოვეს.
კიდევ ერთი მოქალაქე, გუბერნატორის ცნობით, კლინიკაში დაიღუპა.