რუსეთმა მირნოგრადი და ხერსონი დაბომბა - დაშავებულია 7 ადამიანი

რუსეთმა მირნოგრადი და ხერსონი დაბომბა - დაშავებულია 7 ადამიანი

გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა მირნოგრადი და ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონისა და დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადისა და ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.