რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მორიგი მიზანმიმართული საჰაერო დარტყმა განახორციელეს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ დობროპილეში - ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრს 500-კილოგრამიანი საავიაციო ბომპი დაარტყეს.

დამატებითი დაზიანება მიადგა დაახლოებით 30 კომერციულ ობიექტს, 6 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და 8 ავტომობილს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 14 ადამიანი, ორი კი გარდაიცვალა. ნანგრევებში, სავარაუდოდ, ისევ რჩებიან ადამიანები — სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური: მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცველები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დარტყმის ადგილი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიც ესტუმრა.

„ეს მორიგი საშინელი დანაშაულია რუსეთისგან ჩვენი მიწის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.