რუსეთმა 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაბლოკა

რუსეთმა 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაბლოკა

რუსეთმა ქვეყანაში 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, შეზღუდვები შეეხო მაუწყებლებს 26 ევროპული ქვეყნიდან, როგორიცაა: გერმანული Die Zeit, Der Spiegel, ფრანგული Le Monde, საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse, ესპანური El Mundo, El Pais, გამოცემა Politico, Euobserver და ა.შ.

რუსეთის საგარეო ირწმუნება, რომ ეს ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის გადაწყვეტილებისა გაერთიანების შიგნით აკრძალულიყო კრემლის პროპაგანდისტული მაუწყებლების - RIA Novosti, Izvestia და Rossiyskaya Gazeta-ს მაუწყებლობა.

მოსკოვი საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს და აცხადებს, თუ დასავლეთ გააუქმებს თავის შეზღუდვებს, რუსეთიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.