რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივნისს რუსეთის ტერიტორიაზე 27 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთი სამხედრო თავდასხმის სამიზნე პირველად გახდა.
რუსეთის მტკიცებით, დრონები ჩრდილოეთ ოსეთის, კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულას რაიონებში დაფიქსირდა. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ცნობით, მსხვერპლი არ არის.
ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ პროხოროვკაში საცხოვრებელ კორპუსებთან ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უწყება თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.