რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამტკიცებს, რომ უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ დრონებით ყველაზე მასიური იერიში განახორციელა.
როგორც უწყების ანგარიშში წერია, უკრაინამ 160-ზე მეტი დრონით რუსეთის 15 რეგიონზე მიიტანა იერიში.
ყველზე მეტი დრონი კურსკის, ბრიანსკის და ვორონეჟის ოლქებში ჩამოაგდეს. გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქში გაანადგურა.
ტვერის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ელექტროსადგურზე. დაშავებულთა შესახებ ცნობა არ არის.