რუსეთის "შიმშილის იარაღი"

რუსეთის "შიმშილის იარაღი"

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 250 მილიონი დოლარის დახმარებას სთავაზობს. პაკეტი განკუთვნილი იქნება უკრაინელი ფერმერებისთვის. ქვეყანა მარცვლეულის ასაღებად ემზადება, ამ დროს კი რუსეთი შავი ზღვის ინიციატივას აჩერებს, რომელიც უკრაინული პორტებიდან ხორბლის ექსპორტს აფრიკისა და აზიის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ითვალისწინებს. შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში, ოკუპანტებმა ოდესის პორტი დაბომბეს.