რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთს უკრაინაში ელჩის, ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
მისი თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს.
"შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს", - თქვა ზახაროვამ.
2 ივნისს კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას ეწვივნენ და ნორ-ნორკისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, მათ უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.