რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ორმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ორმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ორმა მილიარდერმა, IT კომპანიების Veeam Software და Object First დამფუძნებლებმა, ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა თქვეს.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ორივე მათგანი 2017 წლიდან 2021 წლამდე რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში იყვნენ. გამოცემის ცნობით, ბიზნესმენებმა რუსეთი დიდი ხნის წინ დატოვეს. ბარანოვი ამჟამად შვეიცარიაში, ხოლო ტიმაშევი აშშ-ში ცხოვრობს.

ბარონოვმა LinkedIn-ზე დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა უდანაშაულო ადამიანები შეიწირა. მისივე თქმით, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მილიონობით დოლარი შესწირა და ამას ისევ გააგრძელებს.