რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე მიდიოდა.
"დანიის ხელისუფლებამ ურცხვად დაარღვია თავისი ვალდებულებები დანიაში მიმდინარე ღონისძიებაზე დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველსაყოფად ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის", - განაცხადეს რუსეთის საელჩოში.
საელჩო დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს. დანიას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2023 წლის მაისში ჯანმო-მ მოსკოვში არაგადამდები დაავადებებთან ბრძოლის ოფისი დახურა. მისი უფლებამოსილება ორგანიზაციის ევროპულ ბიუროს გადაეცა, რომელიც კოპენჰაგენში მდებარეობს.