რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა.
"ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ კამპანიებში. მონაწილეობდა უცხოელი აგენტების შეტყობინებებისა და მასალების შექმნასა და გავრცელებაში", - აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო.
აკუნინის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მწერალი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. 2014 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობს.