რუსეთის გავლენის აგენტი ივანიშვილის გარემოცვიდან

რუსეთის გავლენის აგენტი ივანიშვილის გარემოცვიდან

რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ბოლოს ივანიშვილთან მჭიდროდ დაკავშირებული ფარცხალაძე პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის საკითხების მოგვარებაშიც კი მონაწილეობდა.

ეს პასუხები ფორმულამ მოსკოვიდან მიიღო. კომენტარები მოსკოვიდან საფუძველს აცლის ქართული ოცნების მცდელობას, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე მხოლოდ კერძო პირად წარმოადგინოს. ყოფილი გენერალური პროკურორი ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, რომელიც, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დოკუმენტაციით, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.