რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ მხარეს მორიგ თავდასხმაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საჰაერო ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ორი დრონი ჩამოაგდეს.
"დღეს, დაახლოებით, 10:30 საათზე ჩაიშალა კიევის რეჟიმის მხრიდან მცდელობა, რუსეთის ფედერაციაში არსებულ ობიექტებზე ორი დრონით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინათ. ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჰაერო ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს", - აცხადებენ უწყებაში.
დღეს რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოსკოვთან ახლოს, ლიუბერცში უკრაინელების მორიგი იერიში მოიგერიეს - მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გაანადგურეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა.