რუსებმა ზაპოროჟიესა და ნიკოლაევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს - დაღუპულია 6 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიესა და ნიკოლაევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს - დაღუპულია 6 ადამიანი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და ნიკოლაევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეზე ავიადარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-ია.

ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, ნიკოლაევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ცნობილია, 01:30 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამი ავიადარტყმა განახორციელეს.