რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ამბობს, თავდასხმა გულიაიპოლსკის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა.
მისივე ცნობით, სამივე დაღუპული საწარმოს თანამშრომელი იყო.