რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე, ალექსი ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს

რიჟვაძის დაჭრის ფაქტზე, ალექსი ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს

შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია, რომლის დედის საცხოვრებელ სახლთან საგარეჯოში ამ დრომდეა მობილიზებული პოლიცია.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა.რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.