რესტორან ბაბილოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს. ადგილზე ხმაურია. რესტორანში იმყოფებიან მოსამართლეები.
მოქალაქეები მათ წვეულებას აპროტესტებენ. რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც რესტორანი დატოვა, აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ. ასევე, ესროლეს კვერცხები.
მოსამართლეები ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებენ.