ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
ბელარუსის ლიდერმა ბჟანიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. თვითონ ლუკაშენკო ოკუპირებულ სოხუმში 28 სექტემბერს ჩავიდა.
"რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამ კითხვას ვსვამ, ვერაფრით გამიგია, რატომ არის საჭირო ამის საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ გავიყოთ რამდენიმე ქვეყანა და ხალხი. ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც. ყველანი რაღაცნაირად უნდა გავერთიანეთ, ერთმანეთისკენ ვისწრაფოდეთ. ამ კონტექსტში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დაპირება შეასრულეთ და ჩვენთან ჩამოხვედით", - თქვა ლუკაშენკომ.
თავის მხრივ ბჟანიამ უთხრა, რომ მის სიტყვებს ბევრი გაიგონებს, მათ შორის საქართველოში და იმედოვნებს, რომ მისი "ბრძნული სიტყვები ამ ხალხის გულებს მიაღწევს". მინსკში ჩასვლამდე ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა.