გაუმჭვირვალე მთავრობა, რომელიც გამჭვირვალობის საბაბით სამოქალაქო სექტორს ებრძვის - ხელისუფლება არღვევს კანონს, არ ასრულებს ვალდებულებას და საზოგადოებას უმალავს, რაში ხარჯავს ფულს. მასშტაბურ კორუფციაში ეჭვმიტანილი ხელისუფლება ყოველწლიურად სულ უფრო ჩაკეტილი ხდება. მთავრობა მოქალაქეებს უმალავს ინფორმაციას დონორებიდან მიღებული ფულის ხარჯვით ნაწილზეც, ანუ თავად აკეთებს იმას, რაშიც დეზინფორმაციულად ბრალს სდებს სამოქალაქო სექტორს, რომელიც სინამდვილეში გამჭვირვალობით გამოირჩევა. კვლევას IDFI ავრცელებს.