ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
მისივე თქმით, შესაძლოა კიდევ ერთი შეტევა განხორციელდეს.
"არ გახვიდეთ ქალაქის ცენტრში, შენობებიდან არ გახვიდეთ", - დაწერა მან ტელეგრამზე.
გამოცემა TASS წერს, რომ სარაკეტო თავდასხმის ნანგრევები ასობით მეტრზეა მიმოფანტული. ფლოტის შტაბის შენობასთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.