ყიფიანი: იმ ვითარებისკენ მივექანებით, რომ შეიძლება სახელმწიფოც კი აღარ დაგვრჩეს

უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკში, ალიანსში გაწევრიანება. ეს პირველ რიგში, არის საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების ფართო კონსესუსით თანხმობა - რა არის სწორი და რა არის არასწორი.

სწორი არის, როცა შენ გწამს შენი ქვეყნის, სწორი არის, როცა ემოციური ბმა გაქვს, სწორი არის, რომ შენი ხელისუფალი აკეთებს სამართლიან საქმეს და ეს არის რწმენა, რომელიც განაპირობებს შიდა სოლიდარობას. ასეთი სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მით უმეტეს, მის გარე პერიმეტრზე, არის უპერსპექტივო საქმე, რადგან მისი ფესვები შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაშია.

ჩვენ ისეთი ვითარებისკენ მივექანებით, რომ შეიძლება დაიწუნონ სახელმწიფო სხვადასხვა ნიშნით, რომ ის არის უსამართლო, ველური, მტაცებლური, მაგრამ ბევრიც არ დაგვრჩენია - ჩვენ შეიძლება სახელმწიფოც კი აღარ დაგვრჩეს.

თქვა ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ფორმულას ეთერში.