
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტამდე მივიღე მილოცვები არაერთი ქვეყნისგან. ჩვენი დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული იყო და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი თემაა, ჩვენც მუდმივად ვახორციელებთ ანალოგიურ ქმედებას, როცა რომელიმე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია ვაგზავნით პრეზიდენტებთან, პირველ პირებთან მისალოც წერილებს და ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღეთ მოლოცვა და რა თქმა უნდა, სპეკულაციების განხილვა, ალბათ, არც ღირს. [...]
აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარდა იმისა, რომ ეს იყო მისალოცი წერილი, იქ ჩანს შინაარსში მნიშვნელოვანი აქცენტები - ხაზი ესმევა ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას და ასევე, მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციისა, რომ საქართველოს მთავრობასთან აქვთ სურვილი, რომ განაახლონ ურთიერთობა. პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობები, ეს, მე მგონი, პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან და მე მგონი, სასიამოვნოა.
ისტორიულ რაკურსსაც რომ გადავავლოთ თვალი, მანამდე ჩვენი პრემიერის ღია წერილი იყო, მანამდე იყო ქმედება, რამდენიმე, ურთიერთობების დამყარებისა, მაგრამ თუ გადავხედავთ დინამიკას - არჩევნების პროცესს ერთი და იგივე დროს ხდებოდა ყველაფერი, ტრამპის არჩევნები მაქვს მხედველობაში. ის ღირებულებითი თანხვედრა რაზეც მანამდეც არაერთხელ გვისაუბრია, მე როგორ პარლამენტარს და ხალხის ძალის წარმომადგენელს ხშირად მოგვყავდა ხოლმე ასე ვთქვათ ამ ღირებულებების თანხვედრა, განსაკუთრებით ტრამპთან, იმიტომ რომ ის ღიად აცხადებდა ამ ღირებულებების შესახებ და ეს გვაძლევდა იმის საბაბს და გულშემატკივრობას, რომ მას უნდა გაემარჯვა არჩევნებში.
ამბობს ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
27 მაისს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაციამ მხოლოდ ქართული თარგმანი გაავრცელა, ამ დრომდე არ გავრცელებულა წერილის ორიგინალი ვერსია.