ფოტიგა რუსულ კანონზე: ოცნება ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს - კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას არჩევნების წინ, ახდენს ზეწოლას და ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს - კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.