ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

უწყების თანახმად, მომხდარზე 3 ადამიანია დაკავებული.