ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრეს

ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბერი ნიკოლოზის [ნარიმანი] სახლთან მოხდა, სადაც ერთმანეთს სავარაუდოდ მრევლი დაუპირისპირდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.