ფავლენიშვილი: დღეს სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სიტყვიერად დამემუქრნენ

ფავლენიშვილი: დღეს სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სიტყვიერად დამემუქრნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ დღეს სახლთან 5 უცხო პირი დახვდა და სიტყვიერად დაემუქრა.

"დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ! #გავიმარჯვებთსახელოვნად. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას", - წერს ფავლენიშვილი.