რა ხდებოდა 20 სექტემბერს, საღამოს, ოთარ ფარცხალაძის სახლთან - როგორ გაუსწორდა ყოფილი პროკურორის დაცვა ჟურნალისტებს, მაშინ, როცა შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი, სანქცირებული აგენტის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობდა. ფარცხალაძის მცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, მარიამ რიგვავას და გიორგი სუსუნიაშვილს, ცდილობდნენ აპარატურის დამტვრევას, ჩვენს კოლეგას, მარიამ გაფრინდაშვილს, წაართვეს მობილური ტელეფონი და მიკროფონი - ჟურნალისტებს, ფიზიკური ანგარიშსწორების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, ადგილზე მივიდა პოლიციაც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა - გაბედავს თუ არა საგამოძიებო სამსახური ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრების დაკავებას, რომლებიც ტელეკამერების თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე.