რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებმდე და მკაფიო შეთანხმების მიღწევამდე შეუძებელია. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში ჟურნალისტებთან განაცხადა.
პუტინის ღქმით, რუსეთს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რადგან "უკრაინის პასუხისმგებლიან ქმედებებში დარწმუნებული არაა".
"არ შეიძლება დავუშვათ, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს გადაიარაღებისთვის, დაასრულოს ჯარის შევსება იძულებითი მობილიზაციით", - თქვა პუტინმა.
მისი განცხადებით, ზავის მისაღწევად უკრაინამ უნდა გადადგას „ნაბიჯები, რომლებიც შეუქცევადი და მისაღები იქნება რუსეთისთვის". რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ "ასეთი ეპიზოდი 2022 წელს" იყო, როდესაც კიევის მახლობლად მყოფმა რუსულმა ჯარმა შეაჩერა საომარი მოქმედებები "დასავლელი პარტნიორების თხოვნით", თუმცა უკრაინისგან საპასუხო ნაბიჯები არ ყოფილა.
ივნისის შუა რიცხვებში ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუ რამდენიმე პირობა დაკმაყოფილდება. მათ შორის: უკრაინამ უნდა დაიწყოს ჯარების სრული გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიიდან და ასევე ოფიციალურად გამოაცხადოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარი. გარდა ამისა, უკრაინამ, პუტინის თქმით, უნდა აღიაროს ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სტატუსი, დასავლეთმა კი რუსეთს სანქციები უნდა მოუხსნას.
უკრაინა რუსეთის პირობებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე იბრძოლებს.