რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის.
"ჩვენ საფრთხეს არავის ვუქმნით. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე.
რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ამაზე თვითონ საუბრობენ, საფრთხეს კი გარეთ ეძებენ", - ამბობს პუტინი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.