პუტინი: ჩვენ უფრო მეტი იარაღი გვაქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს, მათ ეს იციან

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია. რუსეთისთვის ეს შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, რუსული სახელმწიფოს არსებობის რეალური საფრთხის შემთხვევაში. პირველ რიგში, ჩვენ არ გვჭირდება ამის გაკეთება. მეორე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი იარაღი, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. მათ ეს იციან და ცდილობენ, მუდმივად დაგვარწმუნონ, რომ შემცირების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ. ჯანდაბა მაგათ, როგორც ჩვენი ხალხი ამბობს.

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.