ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ,,არგაღიზიანების პოლიტიკა“, რომელიც პირიქით მუშაობს. ამის მკაფიო მაგალითია მცოცავი ოკუპაცია და დამატებით მიტაცებული და მისატაცებლად მონიშნული ტერიტორიები და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრების ჩვეულებრივ მოვლენად გადაქცევა. დევნილმა ლუდა სალიამ მავთულხლართები გადაჭრა. ეს იყო პასუხი საპატრიარქოს წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე, რომლითაც საქართველოში დროშის აღმართვა პროვოკაციად შეაფასა. არგაღიზიანების პოლიტიკა იქამდე მივიდა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო დროშის აფრიალება ზოგიერთმა უკვე გაუგებელ ქმედებად წარმოაჩინა.