პროკურატურამ "ზარალას" ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ "ზარალას" ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე "ზარალას" ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებით, 6 ივლისს თბილისის აეროპორტში რედგენო-სკანერით შემოწმებისას რამიშვილის ბარგში აღმოაჩინეს მის სახელზე რეგისტრირებული "WALTHER PPK/S" მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნა.

ბიზნესმენის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მას თავისუფლების 4-დან 7-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურა "ზარალასთვის" აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.