პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახსნაზე: საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა

პრეზიდენტი უცხოეთში 60 უბნის გახსნაზე: საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში 60 საარჩევნო უბნის გახსნას ეხმაურება.

"სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!", - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე და ფოტოს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, საქართველომ კი მხოლოდ 60.

***

26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, თუმცა საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.