პრეზიდენტი: სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან, ქართველი ხალხს ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს

პრეზიდენტი: სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან, ქართველი ხალხს ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტებთან ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ X-ზე წერს და აცხადებს, რომ მათთან სიღრმისეული დისკურია გამართა.

"სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა"- წერს სალომე ზურაბიშვილი.