პოლონეთში მოპარული კოსმეტიკით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მოპარული კოსმეტიკით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მოპარული კოსმეტიკური საშუალებებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

46 წლის კაცს ქურდობის 7 ფაქტს ედავებიან. გამოძიების ცნობით, ქურდობა მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში მოხდა, ხოლო ზარალმა 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა.

საქართველოს მოქალაქის დაკავება მორიგი ქურდობის დროს მოხდა. ის აფთიაქიდან კოსმეტიკური საშუალებების გატანას ცდილობდა, თუმცა ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ის დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ კაცმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან ველოსიპედიც მოიპარა. მას 7.5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.