პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხის დაცემის შედეგად ქალაქ რაბკა-ზდრუიში დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ქალაქ ზაპოკანეში კი - ახალგაზრდა ქალი და ცხრა წლის ბიჭი.

ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს, დაზიანებულია მანქანები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.