პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო კორიდორები შექმნა - დუდა

პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო კორიდორები შექმნა - დუდა

პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო კორიდორები შექმნა. ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გააკეთა.

როგორც დუდამ აღნიშნა, უკრაინული მარცვლეული ამ კორიდორების მეშვეობით, პოლონეთის გავლით სხვა ქვეყნებში გავა. საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც დუდას თქმით, მარცვუელის მიღების საჭიროება დგას.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სატრანზიტო ექსპორტი ამ დრომდე ხორციელდება.

***

რუსეთმა შეთანხმება ხელმოწერიდან ერთ წელში, ივლისში დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარი სურსათისა და სასუქის ექსპორტი დაბრკოლებებს აწყდებოდა, ხოლო უკრაინული მარცვლეულის საკმარისი რაოდენობა გაჭირვებულ ქვეყნებში არ მიდიოდა.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავდასხმები მდინარე დუნაის პორტებზე გაახშირა, რომელიც შეთანხმების ჩაშლის შემდეგ მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის მთავარი მარშრუტი გახდა.