პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს. ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისით დააბრუნეს.

ოპერაცია ევროკავშირის გარე საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

პოლონეთიდან 10 ქართველი 2023 წლის ოქტომბერშიც დაადეპორტეს.