პოლონეთი გეგმავს, რომ ბელარუსის საზღვრისაკენ 10000 ჯარისკაცი გადაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი პოლონეთის ეროვნულ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს.
ბლაშჩაკის განცხადებით, მეომრებიდან 4 ათასი სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი - რეზერვში დარჩება.
"ჩვენ ჯარს მივუახლოებთ ბელორუსის საზღვარს, რათა აგრესორი შეშინდეს და ვერ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა." - თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა.
თავდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ბელარუსი ძალების ბოლოდროინდელი მოქმედებები მორიგი პროვოკაციაა და თანხლებაში მოდის რუსეთის ინტერესებთან.
„ბელორუსული შვეულმფრენების მიერ პოლონური სივრცის დარღვევა არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს - ეს მორიგი პროვოკაციაა. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც რუსეთში მომხდარი ამბოხების შემდეგ, დაქირავებული ჯგუფის, ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ მისი ძალები ვაგნერის მებრძოლებთან ერთად გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს პოლონეთის საზღვართან.
გასულ კვირას კი პოლონეთმა ბელარუსი მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა საწვრთნელი წვრთნების დროს პოლონეთის ტერიტორია გადაკვეთა. თუმცა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება.