პოლიციამ პრაიდ ფესტივალის გასაპროტესტებლად მიმავალი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა - რამდენიმე წუთის წინ მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.
უცნობია დაკავებულთა ზუსტი რიცხვი. ადგილზე მყოფი ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, გამოჩნდა სპეცრაზმიც.
ფესტივალის ჩაშლის მიზნით, 13:00 საათიდან მსვლელობა დაიწყეს ჰომოფობმა და მოძალადე ჯგუფებმა. მათი ნაწილი უკვე ტერიტორიაზეა, ნაწილი კი ახლა მიდის.
თბილისი პრაიდის წევრის ანა სუბელიანის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარდეს, სიმშვიდეა.