უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პუტინის არც ერთი სიტყვა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა.
"ნებისმიერი სიტყვა, რასაც პუტინი ამბობს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას, აწარმოებს გენოციდურ ომს და სჩადის ომის დანაშაულებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დიქტატორს და მის გარშემო მყოფ ბევრ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
ამასთან, პოდოლიაკი პუტინის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, ინტერვიუ გლობალურ პოლიტიკურ პროცესზე ვერანაირ გავლენსა ვერ მოახდენს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერ არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს განცხადება მან Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა. მიზეზად, რატომაც "ვერ აღწევს" რუსეთი თავის მიზნებს უკრაინაში, პუტინმა კვლავ დენაციფიკაცია დაასახელა.