პეგასუსმა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8-დან 3 კილომდე შეამცირა

პეგასუსმა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8-დან 3 კილომდე შეამცირა

თურქულმა ავიაკომპანია პეგასუსმა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა. თუ აქამდე ყველაზე იაფიან ბილეთზე 8 კილო ბარგის წაღება შეგეძლოთ, ახალი წესის თანახმად, ხელბარგის წონა 3 კილოს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა და ვრცელდება პეგასუსის ყველა საერთაშორისო ფრენაზე.

მგზავრებს, რომლებსაც არ აქვთ დამატებითი ბარგი ნაყიდი და ხელბარგის წონა 3 კილოს გადააჭარბებს, თანხის დამატება მოუწევთ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ 14 თებერვლამდე დაჯავშნილ ბილეთებზე ახალი წესი არ იმოქმედებს.