პავილიონისი: როგორ ვენდოთ ოცნებას, როდესაც დაპირება დაარღვია ერთი წლის შემდეგ?

სანამ ჩამოვიდოდი თბილისში, ვილნიუსში ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ვიზიტით. ჩვენ შევხვდით. მან მითხრა, რომ ჩაბრძანდით თბილისში, ჩვენ მთელი გულით ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც თბილისის ქუჩებშია გასული. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ ჩამოვედით აქ, რომ სოლიდარობა გვეჩვენებინა საქართველოს ხალხისთვის, მაგრამ თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, მე წარმოვადგენ კომიტეტს, სადაც სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფებია წარმოდგენილი და საკმარისია ერთმა ქვეყანამ დაბლოკოს თქვენი სწრაფმა ევროკავშირისადმი. დღეს ჩამოვედი გერმანელებთან, პოლონელებთან, ჩეხებთან და ფინელებთან ერთად, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის სპექტრით. ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის პარლამენტის უმრავლესობას, რომელიც არ მისცემს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისაკენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში.

ჩემთვის გულდასაწყვეტია, როდესაც ვუყურებ ქვეყანას, რომელიც მიყვარს. 20 წელია მე საქართველოს გვერდით ვარ. ვცდილობდით დავხმარებოდით. თქვენ იყავით ლიდერი ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციის...

ივნისში უკრაინა და მოლდოვა დაიწყებს შეერთების მოლაპარაკებებს, საქართველო არ იქნება მათ გვერდით. ამ კანონით მთავრობამ დაკარგა ევროპული მხარდაჭერა, წევრობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე როდესაც მოლაპარაკება მიდის, არ ხდება წესების ცვლა. როდესაც გასცემ დაპირებას, უნდა ენდო პარტნიორს, როგორ ვენდოთ ოცნებას, რომელმაც დაპირება გააკეთა, გააჟღერა, რომ არ შემოიტანდა პარლამენტში ამ კანონს თავიდან და ეს დაპირება დაარღვია ერთი წლის შემდეგ?

აცხადებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[სინქრონული თარგმანი]