შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით იყო უსამართლო და ეს დადასტურდა მიმდინარე წლის იანვარში თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შეფასებაში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველო არის ლიდერი მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით და სწორედ ამ ლიდერს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ორ დანარჩენს მიენიჭა. ამან აჩვენა, რომ გადაწყვეტილების პოლიტიკური ნაწილი რაც იყო, ამან იქონია გავლენა საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, წელსაც, ეს გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა იქნას მიღებული, დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელიც იქნება წლის ბოლოს და აქედან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენის მხრივ, რაც შეეხება კრიტერიუმებს, მზადყოფნას, როგორც შარშან ივნისში ვიყავით მზად და ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, ისევე ვიმსახურებდით იანვარში, ახლაც ვიმსახურებთ და დეკემბერშიც დავიმსახურებთ. ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.