რეალურად, 10-წლიანი პოლიტიკა შეგვიძლია ასე აღვწეროთ, რომ ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ცდილობდა პოლარიზაციას, პროცესების რადიკალიზაციას პროცესების და ხელისუფლება, რომელიც ბოლო 10 წელია ზუსტად ამ მცდელობაშია, რომ რადიკალიზაცია დააშოშმინოს, პოლარიზაცია როგორმე შეამციროს. ეს არის მუდმივი პროცესი. ერთადერთი, რაც იცვლება, არის ის, რომ უფრო და უფრო აგრესიული ხდება ოპოზიცია. ვხედავთ, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, სხვადასხვა ყალბი სქემების გამოყენებით, NGO-ები, ყალბი NGO-ებით ხდება პირდაპირი ფულის ჩასხმა ამ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებში, ხდება სემინარებზე იარაღის ტრიალი და ახალგაზრდების შეგუება იარაღთან, ვხედავთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ადამიანს, პოლიციელს, რომელსაც ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს და დღეს დგანან და ჰეროიზება ხდება ამ აქტის, რომ "მე ვესროლე". ჩვენ ვდგავართ და ვუყურებთ, რომ პირდაპირ ეთერში როგორ ხდება ექსტრემისტების წახალისება საქართველოში, მათ შორის უცხოური დაფინანსების, რომელსაც არავინ ასაჯაროებს. ჩვენ მოვითხოვეთ რამდენჯერმე ამ ფინანსების გასაჯაროება, მაგრამ უარს ამბობენ, რომ გაასაჯაროონ. რა თანხებია, რატომ მიედინება, რატომ მაინც და მაინც ამ რადიკალურ ჯგუფებში მიედინება და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ გირჩი, დროა, სირცხვილია, ეს ყველა რადიკალური ფრთა ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ ფინანსდება უცხოური წყაროებიდან.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.